GEO ENG
 

 







 

2011-05-30
შავი ზღვის ქვეყნების ერთობლივი საპილოტე კონკურსის ფარგლებში ქართველ მეცნიერთა 4 ჯგუფი დაფინანსდა

ევროკავშირის კვლევებისა და ტექნოლოგიური განვითარების მე-7 ჩარჩო პროგრამის (FP7) ეგიდით მიმდინარე პროექტის ფარგლებში - “შავი ზღვის რეგიონში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში კავშირების დამყარება” (BS-ERA.NET), ჩატარდა შავი ზღვის ქვეყნების ერთობლივი საპილოტე კონკურსი რომელშიც მონაწილეობდნენ 11 ქვეყნის მეცნიერთა ჯგუფები.

კონკურსზე წარდგენილი 66 ერთობლივი პროექტიდან დაფინანდა 11, მათგან 4 ქართველ მეცნიერთა ჯგუფების მონაწილეობით. აღნიშნულ ჯგუფებზე გამოიყო 214 ათასი ევრო საიდანაც დაახლოებით 179 ათას ევროს გაიღებს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, ხოლო 35 ათასი დაიფარება ევროკავშირის სახსრებიდან.

ქართველ მეცნიერთა ჯგუფების მონაწილეობით დაფინანსდა შემდეგი პროექტები:

  1. “შავი ზღვის წყლიდან წყალბადის მიღება სულფიდური საწვავი ელემენტის გამოყენებით”. მონაწილე საქართველოს მხრიდან: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. პარტნიორი ქვეყნები: რუმინეთი, ბულგარეთი (2 ორგანიზაცია).
  2. “შავი ზღვის რეგიონში ნავთობისა და ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებისას გამოყენებული მანქანებისა და მექანიზმების საიმედოობა და ექსპლოატაციის ვადები”. მონაწილე საქართველოს მხრიდან: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; პარტნიორი ქვეყნები: აზერბაიჯანი, გერმანია, თურქეთი,
  3. “სამხრეთ კავკასიაში ნახშირწყლების შეგროვებისა და შენახვისთვის ბუნებრივი ანალოგების შესწავლა”. მონაწილე საქართველოს მხრიდან: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. პარტნიორი ქვეყნები: გერმანია, სომხეთი.
  4. “ზღვის სანაპიროების დაბინძურებისა და აითროფიკაციის პრევენციის მიზნით მიწისქვეშა წყლების ზღვისქვეშა განტვირთვის შესწავლა”. მონაწილე საქართველოს მხრიდან: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. პარტნიორი ქვეყნები: გერმანია, რუმინეთი, საბერძნეთი.
share