GEO ENG
 

 







 

2011-05-25
მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის ფარგლებში ივლისი-აგვისტოს თვეებში დაგეგმილი ღონისძიებისათვის 19 მეცნიერი დაფინანსდა

2011 წლის მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის ფარგლებში ივლისი-აგვისტოს თვეებში დაგეგმილი ღონისძიებისათვის შემოსული 49 განაცხადიდან საკონკურსო კომისიამ დასაფინანსებლად 19 მეცნიერი შეარჩია.

მოკლევადიანი ინდივიდუალური სახელმწიფო სამოგზაურო საგრანტო კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მეცნიერების მონაწილეობას საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში, რათა ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად გააძლიეროს ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალი და ხელი შეუწყოს საქართველოს მეცნიერების საერთაშორისო სფეროში ინტეგრაციას.

იხილეთ დაფინანსებული პროექტები:

კონკურსში გამარჯვებულებმა გთხოვთ, წარმოადგინოთ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. განცხადება გენერალური დირექტორის სახელზე;
  2. პირადობის მოწმობის სრული ასლი;
  3. მიწვევის და მოხსენების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტები (თარგმანთან ერთად);
  4. პირადი ანგარიშის ნომერი (გაცემული ბანკის მიერ).

 

share