GEO ENG
 

 







 

2011-05-18
“მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის” პირველი ეტაპის შედეგები

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის უკრაინაში (მტცუ) მიერ “მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის” ფარგლებში ორგანიზებული მე-5 ერთობლივი კონკურსის პირველი ეტაპის შედეგები ფონდის სამეცნიერო საბჭომ რიგით მე-4 სხდომაზე დაამტკიცა.

პირველ ეტაპზე შეირჩეული 25 საპროექტო წინადადება წარმოდგენილი იყო სამ სამეცნიერო სფეროში:
1. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები - 1 საპროექტო წინადადება;
2. ახალი მასალები და ნანოტექნოლოგიები – 7 საპროექტო წინადადება;
3. ბიოტექნოლოგიები და მეცნიერებები სიცოცხლის შესახებ – 17 საპროექტო წინადადება.

შერჩეული პროექტების ხელმძღვანელები ელექტრონული ფოსტით მტცუ-დან მიიღებენ სპეციალურ ფორმას პროექტების სრული სახით მომზადებისათვის და სარეგისტრაციო ნომერს.

სრული სახით მომზადებული პროექტების შეფასება (მეორე ეტაპი) განხორციელდება მტცუ-ს ექსპერტების მიერ, რის საფუძველზეც ჯერ მტცუ-ს მმართველთა საბჭო (რომლის მუშაობაშიც მონაწილეობას მიიღებს ფონდის წარმომადგენელი), შემდეგ კი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭო დაამტკიცებს დასაფინანსებელი პროექტების სიას.

 

share