GEO ENG
 

 







 

2011-04-02
ფონდის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით ახალი საგრანტო პროექტი დაფინანსდება

საგრანტო კონკურსის ”სახელმწიფო გრანტი მსოფლიოს წამყვან კვლევით ცენტრებში საერთო კვევითი და საგანმანათლებლო პროგრამების ჩამოყალიბებისა და შემდგომში ამ პროგრამების საქართველოში გადმოტანის მიზნით” ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარმოდგენილი პროექტი ”თბილისის მეტაბოლური გენეტიკის ინსტიტუტის ჩამოყალიბება და მეცნიერული განვითარება მაქს პლანკის საზოგადოებასთან თანამშრომლობით” დაფინანსდა. ეს გადაწყვეტილება ფონდის სამეცნიერო საბჭომ 2 აპრილს გამართულ სხდომაზე მიიღო. აღნიშნული კონკურსი მიზნად ისახავს საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების სამეცნიერო ცენტრის შექმნას უცხოეთის წამყვანი კვლევითი ინსტიტუტების გამოცდილების გათვალისწინებით. პროექტის სამცენირო ხელმძღვანელია თეიმურაზ კურცხალია.

სხდომას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ნოდარ სურგულაძე უძღვებოდა, რომელიც ამავდროულად სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა.
შოთა რუსთველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის, სულხან სისაურის განცხადებით ფონდი სხვადასხვა საგრანტო კონკურსებს ეტაპობრივად გამოაცხადებს.

share