GEO ENG
 

 







 

2011-04-04
კონკურსის ”ლეონარდო დავინჩი” ფარგლებში სკოლებში ქართველი მეცნიერების საჯარო ლექციები გრძელდება

მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსის ”ლეონარდო დავინჩი” ფარგლებში, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ინიცირებული საჯარო ლექციები გრძელდება.
№42 საჯარო სკოლაში ახალგაზრდა ქართველი მეცნიერის ლექციას დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი სულხან სისაური დაესწრნენ.
სკოლის მოსწავლეების სწავლის დონის ამაღლების, მეცნიერებით დაინტერესებისა და პოპულარიზაციის მიზნით, ფიზიკა–მატემატიკის მეცნიერებათა დოქტორი კახა თავზარაშვილი მოსწავლეებს ყოფით ცხოვრებაში საინფორმაციო და ნანო ტექნოლოგიების როლზე ესაუბრა.
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორმა მოზარდებს მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსის ”ლეონარდო და ვინჩი” პირობები დეტალურად გააცნო და მათ კონკურსში მონაწილეობისკენ მოუწოდა.
სულხან სისაურის განცხადებით, კონკურსის მიზანია მოსწავლეთა შემოქმედებითი აზროვნების სტიმულირება, ინოვაციისა და ტექნიკური პროგრესის მიმართ ინტერესის გაღვივება და მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება.
კონკურსის ”ლეონარდო და ვინჩი” ფარგლებში საჯარო ლექციები 2 მარტიდან მიმდინარეობს. აქცია საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს და მასში სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულების 40-ზე მეტი ქართველი მეცნიერი მონაწილეობს.

share