GEO ENG
 

 







 

2011-03-31
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლებმა ქუთაისში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლებმა ახალი სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსების პირობები დაინტერესებულ მეცნიერებს გააცნეს.

ფონდის გენერალური დირექტორი სულხან სისაური და სამეცნიერო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ნოსელიძე ამჯერად ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრნენ სადაც ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევებისთვის ახლადგამოცხადებული კონკურსების შესახებ პრეზენტაცია გამართეს.

რუსთაველის ფონდის წარმომადგენლებმა ყურადღება იმ სიახლეებზე გაამახვილეს, რაც ბოლო პერიოდში საკონკურსო პირობებში განხორციელდა. კერძოდ, გამოყენებითი კვლევების კონკურსის პირობების მიხედვით თითქმის ორჯერ გაიზარდა სახელმწიფო დაფინანსება, შეიცვალა პროექტის ხანგრძლივობა, გამარტივდა კონკურსებში წარსადგენი პროექტის დიზაინი და მონაწილეობისთვის აუცილებელი პროცედურები, ანუ დოკუმენტაციის მიღება თითქმის სრულად ელექტრონულად მოხდება.

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორმა ფონდის მიერ დაგეგმილ სხვა საგრანტო კონკურსებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მეცნიერ-თანამშრომლებთან მსგავსი შეხვედრები და კონსულტაციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს და საქართველოს ყველა უმაღლეს სასწავლებელში გაიმართება.

share