GEO ENG
 

 







 

2011-03-22
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლებმა მეცნიერებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

შეხვედრის მიზანი იყო დაინტერესებული მეცნიერ-თანამშრომლებისათვის ფუნდამენტური და გამოყენებითი სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსების პირობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში გაიმართა, მეცნიერებმა მიიღეს ინფორმაცია კონკურსში მონაწილეობის და რეგისტრაციის ეტაპების შესახებ.

ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევები საქართველოში სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის ფარგლებში გასულ წლებშიც ფინანსდებოდა, თუმცა საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, რუსთაველის ფონდმა კონკურსებს წელს ახალი, დამოუკიდებელი სახე მისცა.

სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსი 2006 წლიდან ცხადდება და მისი მიზანია დამოუკიდებელ, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტთა შეფასების საფუძველზე, შეარჩიოს და დააფინანსოს სამეცნიერო პროექტები და ამით, წარმოაჩინოს და გააძლიეროს საქართველოს სამეცნიერო პოტენციალი.

2006 წლიდან დღემდე საგრანტო კონკურსის ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 600-ზე მეტი სამეცნიერო პროექტი დაფინანსდა.
share