GEO ENG
 

 







 

2011-02-22
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი იტალიის სამეცნიერო წრეებთან ურთიერთობებს აღრმავებს

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა იტალიის კვლევების ეროვნულ საბჭოსა და რომუალდო დელ ბიანკოს ფონდის ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა. 
ორივე მემორანდუმი მიზნად ისახავს საქართველოსა და იტალიის სამეცნიერო წრეებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას. თანამშრომშრომლობის ფარგლებში უკვე დაგეგმილია რუსთაველის ფონდისა და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს მიერ ერთობლივი კონკურსის გამოცხადება. ორივე მხარე უზრუნველყოფს ხუთამდე ერთობლივი პროექტის განხორციელებას, რაც ქართველი და იტალიელი მეცნიერების გაცვლით პროგრამას ითვალისწინებს.
კულტურათაშორისი დიალოგი, ტრადიციული ცოდნისა და მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა იქნება რუსთაველის ფონდსა და რომუალდო დელ ბიანკოს ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. მხარეები გეგმავენ ერთობლივ ღონისძიებებს ისეთი ფუნდამენტური ღირებულებების შესახებ როგორიცაა, ”კულტურული მემკვიდრეობა”, ”კულტურათაშორისი დიალოგი” და ”ტრადიციული ცოდნა”, რათა მოხდეს ქართველ და იტალიელ კოლეგებს შორის ინფორმაციის გაცვლა და ცოდნის გაზიარება.

share