GEO ENG
 

 







 

2011-02-26
ფონდის საქმიანობას მედიის წარმომადგენლები გაეცნენ

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საქმიანობას, მიზნებსა და ახალ ინიციატივებს მედიის წარმომადგენლები გაეცნენ. ფონდის გენერალური დირექტორი სულხან სისაური ჟურნალისტებს 2011 წლის პრიორიტეტებზე გასვლით სემინარზე ესაუბრა. სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა, სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარება, ახალგაზრდა მეცნიერების წახალისება, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება და მეცნიერების პოპულარიზაცია რუსთაველის ფონდის მიმდინარე წლის მთავარი ამოცანებია.

სულხან სისაურმა ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის პირობებში შეტანილ ცვლილებეზე, რომლის თანახმად წელს პირველად, დამოუკიდებელ კონკურსებად გამოცხადდება გამოყენებითი და ფუნდამენტური კვლევები.

ახლგაზრდა მეცნიერების ხელშეწყობისა და საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მეცნიერების საქართველოს სამეცნიერო ცხოვრებაში ინტეგრაციის მიზნით უახლოეს პერიოდში დაგეგმილია რამდენიმე ახალი კონკურსის გამოცხადება, მათ შორისაა - ერთობლივი კვლევები უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეებთან და დოქტორანტურის თანახელმძღვანელობის პროგრამა. სემინარის ბოლოს ჟურნალისტებს ჩაუტარდათ ვორკ-შოპი თემაზე ”რეპორტირება მეცნიერების და ტექნოლოგიების შესახებ”.

share