GEO ENG
 

 







 

2011-02-18
მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის ფარგლებში მარტი-აპრილის თვეში დაგეგმილი ღონისძიებისათვის 11 მეცნიერი დაფინანსდა

2011 წლის მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის ფარგლებში მარტი-აპრილის თვეში დაგეგმილი ღონისძიებისათვის შემოსული 15 განაცხადიდან საკონკურსო კომისიამ დასაფინანსებლად 11 მეცნიერი შეარჩია.

მოკლევადიანი ინდივიდუალური სახელმწიფო სამოგზაურო საგრანტო კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მეცნიერების მონაწილეობას საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში, რათა ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად გააძლიეროს ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალი და ხელი შეუწყოს საქართველოს მეცნიერების საერთაშორისო სფეროში ინტეგრაციას.

share