GEO ENG
 

 







 

2011-02-11
კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელი ატარებს საერთაშორისო კონფერენციას ”პოლიტიკური ტრანსფორმაცია და სოციალური ცვლილება სამხრეთ კავკასიაში: საქართველოს შემთხვევა”

საერთაშორისო კონფერენცია ”პოლიტიკური ტრანსფორმაცია და სოციალური ცვლილება სამხრეთ კავკასიაში: საქართველოს შემთხვევა” ტარდება პროგრამა ”კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელის” მხარდაჭერით და განკუთვნილია ახალგაზრდა მკვლევარებისთვის (დოქტორანტებისთვის).
დოქტორანტებს საშუალება ექნებათ წარმოადგინონ თავიანთი კვლევითი ნაშრომები შემდეგ თემებზე:
1) იდენტობები, ეთნიკურობა და კონფლიქტები.
2) სამოქალაქო საზოგადოება, სოცოალური ქსელები და სოციალური კაპიტალი.
3) სახელმწიფო სტრუქტურები, ელიტები და მმართველობა.
4) ეკონომიკა და სოციალური განვითარება.
კონფერენციის მიზანია:
• შესაძლებლობა მისცეს მკვლევარებს, რომლებიც აღნიშნულ საკითხებზე მუშაობენ, შეხვდნენ ერთმანეთს, გააფართოვონ თავიანთი აკადემიური ქსელი, გაუზიარონ ერთმანეთს იდეები, იმსჯელონ თავიანთ ნაშრომებზე /კვლევის შედეგებზე.
• განიხილონ ტრანსფორმაციის პროცესის თანმდევი გამოწვევები და წინააღმდეგობები, რომლის წინაშეც დგას სოციალური მეცნიერებები საქართველოში.
კონფერენციაში მონაწილეობის პირობები:
• კონფერენციის მონაწილეები უნდა იყვნენ დოქტორანტები, რომლებიც მუშაობენ საქართველოს შესახებ საკითხებზე/თემებზე და სურთ განიხილონ და გაუზიარონ თავიანთი სადოქტორო კვლევითი ნაშრომი/ კვლევის შედეგები როგორც ქართველ, ისე უცხოელ კოლეგებს. კვლევითი ნაშრომი უნდა ჯდებოდეს თემატიკაში: ”პოლიტიკური ტრანსფორმაცია და სოციალური ცვლილება სამხრეთ კავკასიაში: საქართველოს შემთხვევა”.

• კვლევითი ნაშრომების თემატიკა აუცილებლად უნდა უკავშირდებოდეს საქართველოს.
ასევე მიიღება ნაშრომები, რომლებიც შედარებით ანალიზს მოიცავს.

კონფერენციის ენა: ინგლისური

საბუთების მიღება:
ყველა დაინტერესებულმა კანდიდატმა უნდა გამოაგზავნოს ერთ გვერდიანი ავტობიოგრაფია (CV),
კონფერენციაზე წარსადგენი კვლევითი ნაშრომის აბსტრაქტი (300-500 სიტყვა) და სამოტივაციო წერილი 2011 წლის 14 მარტამდე შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@ascn.ch
ყველა დოკუმენტი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე და გაერთიანებული 1 pdf ფაილად.
კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2011 წლის 8 აპრილს.
კონფერენცია ჩატარდება საქართველოში, თბილისის გარეთ.
კონფერენციასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს დაფარავს პროგრამა.

დეტალური ინფორმაცია კონფერენციის თაობაზე იხილეთ პროგრამის ვებ-გვერდზე:
http://ascn.ch/en/Events/Annual-Conference.html
შემდგომი ინფორმაციისთვის :
დენის დაფლონი, კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელის კოორდინატორი
ელ ფოსტა: info@ascn.ch; denis.dafflon@unifr.ch

share