GEO ENG
 

 







 

2011-02-01
სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს საგრანტო კონკურსს ,,სახელმწიფო გრანტი მსოფლიოს წამყვან კვლევით ცენტრებში საერთო კვლევითი და საგანმანათლებლო პროგრამების ჩამოყალიბებისა და შემდგომში ამ პროგრამების საქართველოში გადმოტანის მიზნით”

საგრანტო კონკურსის მიზანია საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების სამეცნიერო ცენტრის შექმნა უცხოეთის წამყვანი კვლევითი ინსტიტუტების გამოცდილების გათვალისწინებით.

კონკურსი ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მის სრულ ადმინისტრირებას ახორციელებს სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.

ფონდში საკონკურსო მასალების წარდგენა შესაძლებელია 2011 წლის 1 თებერვლიდან 2011 წლის 1 მარტის ჩათვლით, სამუშაო დღეებში, 10:00-18:00 საათამდე. აღნიშნული ვადის შემდგომ წარმოდგენილი პროექტები საკონკურსოდ არ განიხილება.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის პირობებისა და წარსადგენი ფორმების შესახებ იხილეთ ქვემოთმოცემულ ბმულებში:

share