მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის ფარგლებში თებერვალში დაგეგმილი ღონისძიებისათვის 4 მეცნიერი დაფინანსდა
2011 წლის მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის ფარგლებში თებერვლის თვეში დაგეგმილი ღონისძიებისათვის შემოსული 12 განაცხადიდან საკონკურსო კომისიამ დასაფინანსებლად 4 მეცნიერი შეარჩია.
მოკლევადიანი ინდივიდუალური სახელმწიფო სამოგზაურო საგრანტო კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მეცნიერების მონაწილეობას საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში, რათა ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად გააძლიეროს ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალი და ხელი შეუწყოს საქართველოს მეცნიერების საერთაშორისო სფეროში ინტეგრაციას.
№ |
სახელი, გვარი |
მივლინების ადგილი |
მივლინების პერიოდი |
1 |
მაია მერლანი |
ეგვიპტე, ქ. ლუქსორი |
13-18 თებერვალი, 2011 |
2 |
გიორგი აბურჯანია |
ჩეხეთი, ქ. პრაღა |
13-19 თებერვალი, 2011 |
3 |
გიორგი ლომინაძე |
იაპონია, ქ. ტოკიო |
15-21 თებერვალი, 2011 |
4 |
ნიკოლოზ ჩიხრაძე |
აშშ, ქ. სან დიეგო |
26 თებერვალი-03 მარტი, 2011 |