GEO ENG
 

 







 

2010-12-17
”სასწავლო-შემეცნებითი კომპიუტერული პროგრამების შესაქმნელად” საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული კონკურსის ”სასწავლო-შემეცნებითი კომპიუტერული პროგრამების შესაქმნელად” ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით შექმნილმა საკონკურსო კომისიამ გამოავლინა გამარჯვებული პროექტი: ”ვაშენებთ საქართველოს”.


კონკურსის მიზანია სასწავლო-შემეცნებითი კომპიუტერული პროგრამების შექმნის ფინანსური უზრუნველყოფა და მის ფარგლებში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისათვის ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნის შესაბამისი კომპიუტერული პროგრამების შექმნა. ამჯერად კონკურსში ექვსი განაცხადი მონაწილეობდა. დაფინანსებული პროექტის ავტორია ალექსანდრე სულავა.

share