GEO ENG
 

 







 

2010-12-17
ბარბარობა ინკლუზიურ სკოლა-პანსიონში

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა სულხან სისაურმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს წმინდა ბარბარეს დღესასწაული მიულოცეს.

ნოდარ სურგულაძემ და სულხან სისაურმა დღეს ქ. თბილისის №203 ყრუ და სმენადაქვეითებულთა სკოლა-პანსიონის აღსაზრდელებს საგანმანათლებლო-შემეცნებითი ლიტერატურა გადასცეს, ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ და მათთან ერთად საახალწლო ნაძვის ხე მორთეს.

ბავშვებმა სტუმრებს რამდენიმე საახალწლო-საკონცერტო ნომერი აჩვენეს. რუსთაველის ფონდის გენერალური დირექტორის სულხან სისაურის განცხადებით, დღევანდელი აქცია არ იქნება ერთჯერადი. რუსთაველის ფონდი მომავალშიც სხვადასხვა ღონისძიებებით დაეხმარება სკოლას და მისი აღსაზრდელების საზოგადოებაში ინტეგრაციას.

203-ე სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 176 მოსწავლე სწავლობს, მათგან 94 - პანსიონური მომსახურებით სარგებლობს.

share