GEO ENG
 

 







 

2010-12-13
სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს კონკურსს მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო გრანტების მოსაპოვებლად

კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მეცნიერების მონაწილეობას საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში, რათა ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად გააძლიეროს ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალი და ხელი შეუწყოს საქართველოს მეცნიერების საერთაშორისო სფეროში ინტეგრაციას.

სამოგზაურო გრანტების საშუალებით ქართველ მეცნიერებს საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ საზღვარგარეთ დაგეგმილ საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში.

სამოგზაურო გრანტების ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მის სრულ ადმინისტრირებას ახორციელებს სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.

საკონკურსო მასალების წარდგენის გრაფიკი /ბოლო ვადებია:

ა) 2011 წლის თებერვალში დაგეგმილი ღონისძიებებისთვის – არა უგვიანეს 2011 წლის 17 იანვრისა;
ბ) 2011 წლის მარტი-აპრილში დაგეგმილი ღონისძიებებისთვის – არა უგვიანეს 2011 წლის 15 თებერვლისა;
გ) 2011 წლის მაისი-ივნისში დაგეგმილი ღონისძიებებისთვის – არა უგვიანეს 2011 წლის 15 აპრილისა;
დ) 2011 წლის ივლისი-აგვისტოს დაგეგმილი ღონისძიებებისთვის – არა უგვიანეს 2011 წლის 15 ივნისისა;
ე) 2011 წლის სექტემბრი-ოქტომბერში დაგეგმილი ღონისძიებებისთვის – არა უგვიანეს 2011 წლის 15 აგვისტოსი;
ვ) 2011 წლის ნოემბერი-დეკემბერში დაგეგმილი ღონისძიებებისთვის – არა უგვიანეს 2011 წლის 14 ოქტომბრისა.

ფონდში წარმოდგენილ საკონკურსო მასალებს განიხილავს საკონკურსო კომისია. კონკურსში მონაწილეებს განაცხადის წარდგენის ბოლო ვადიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში ეცნობებათ პასუხი დაფინანსების სტატუსის შესახებ.

ფონდში საკონკურსო მასალების წარდგენა შესაძლებელია კონკურსის გამოცხადების შემდეგ, 2010 წლის 14 დეკემბრიდან, სამუშაო დღეებში, 10:00-18:00 საათამდე.

დეტალური ინფორმაცია, კონკურსის პირობებისა და წარსადგენი ფორმების შესახებ იხილეთ ქვემოთმოცემული ბმულებით:

პროგრამის კოორდინატორი ეკეტერინე ბუთლიაშვილი
დეტალური ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:
მისამართი: დ. უზნაძის ქ. #68, IV სართული
ტელ: + (995 32) 95 47 40;
ელ-ფოსტა: eketerine@rustaveli.org.ge
ვებ-გვერდი: www.rustaveli.org.ge

share