GEO ENG
 

 







 

2010-12-09
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერებს შეხვდა

მეცნიერებაში არსებული ვითარების გაცნობის მიზნით შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი სამეცნიერო კვლევით დაწესებულებებში შეხვედრებს განაგრძობს.

სულხან სისაური დღეს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ეწვია, სადაც უძველესი ხელნაწერი წიგნებისა და ისტორიული დოკუმენტების საცავები, ქართველ მწერალთა და მოღვაწეთა პირადი არქივები დაათვალიერა. ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრაზე გაეცნო მათ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას და იმ პროექტებს, რომლებიც რუსთაველის ფონდის დაფინანსებით მიმდინარეობს. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის სულხან სისაურის განცხადებით, მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია როგორც ფონდის ხელმძღვანელობისთვის, ასევე მეცნიერებისთვის, რათა მოხდეს მათ შორის ინფორმაციის გაცვლა და მჭიდრო საქმიანი კონტაქტის დამყარება. ამგვარი ურთიერთობა ფონდს დაეხმარება სამეცნიერო წრეებში არსებული კონკრეტული საკითხების გადაჭრაში.

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსების ფარგლებში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერების 8 სამეცნიერო კვლევა დაფინანსდა, აქედან 2 უკვე დასრულებულია, 6 პროექტი მიმდინარეობს.

share