GEO ENG
 

 







 

2010-12-07
გამოცხადდა იუნესკო/ჩეხეთის რესპუბლიკის ერთობლივი სტიპენდების პროგრამა 2011-2012 აკადემიური წლისათვის

იუნესკო/ჩეხეთის რესპუბლიკა აცხადებს კონკურსს ერთობლივი სტიპენდიების შესახებ, რომელიც განკუთვნილია მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სხვადასხვა დარგით დაინტერესებულ პირთათვის და მოიცავს სასწავლო პროგრამებს ჩეხეთის რესპუბლიკაში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურზე სასწავლებლად.

კონკურსის მიზანი:

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს განვითარებადი ქვეყნების ადამიანური რესურსის გაძლიერებასა და ხალხთა შორის მეგობრობის გაღრმავებას.

ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობა განვითარებადი ქვეყნებისათვის აფინანსებს 2 გრძელვადიან სასწავლო პროგრამას ბაკალავრიატისა და მაგისიტრატურის საფეხურზე 2011-2012 აკადემიური წლების განმავლობაში.

კონკურსის პირობების, კრიტერიუმების, წარმოსადგენი დოკუმენტაციის დეტალური ინფორმაცია შესახებ იხილეთ ბმულ დოკუმენტებში:

  1. ბრძანება
  2. დანართი №1
  3. პროგრამის შესახებ
  4. ჩეხეთში სამთავრობო სტიპენდიების სქემების ინსტრუქციები
  5. სააპლიკაციო ფორმა

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკონკურსო დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში. საბუთების მიღება იწარმოებს ფონდის კანცელარიაში 2010 წლის 7 დეკემბრიდან, ყოველ სამუშაო დღეს 10:00-დან 18:00 საათამდე.

შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2010 წლის 20 დეკემბერი, 18:00.

საკონტაქტო პირი: მაკა ქაჯაია
საკონტაქტო ინფორმაცია: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო პროგრამების დეპარტამენტი,
მისამართი: უზნაძის 68,
ტელ: 95 17 52
ელ-ფოსტა: kajaia@rustaveli.org.ge

share