GEO ENG
 

 







 

2010-11-30
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი ე. ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერებს შეხვდა

მეცნიერებაში არსებული ვითარების გაცნობის მიზნით შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი სამეცნიერო კვლევით დაწესებულებებში შეხვედრებს იწყებს. სულხან სისაური ე. ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე ფონდის გენერალური დირექტორი ინსტიტუტის ფიზიკოსების საქმიანიობის პრეზენტაციებს, სამეცნიერო კვლევების შედეგებსა და ამ კვლევების საფუძველზე შექმნილ აპარატურას გაეცნო, ასევე დაათვალიერა ის ლაბორატორიები, სადაც ამჟამად ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. რუსთაველის ფონდის გენერალური დირექტორის სულხან სისაურის განცხადებით, მსგავსი შეხვედრები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს და მთელი საქართველოს მასშტაბით გაგრძელდება. მისი თქმით, ფონდის ხელმძღვანელობასა და მეცნიერებს შორის ამგვარი ურთიერთობა ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გაღრმავებას და იმ კონკრეტული საკითხების გადაჭრას, რაც ამ ეტაპზე სამეცნიერო სფეროებში არსებობს.

ე. ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერები ამჟამად 39 სამეცნიერო კვლევაზე მუშაობენ, აქედან 16 შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის ფარგლებში მიმდინარეობს, ხოლო 23 საერთაშორისო პროექტია.

share