ქართველი და უცხოელი მეცნიერები კავკასიის გეოლოგიის პრობლემებზე მსჯელობენ
ქართველი და უცხოელი მეცნიერები კავკასიის გეოლოგიის პრობლემებსა და რეგიონის კვლევის სტრატეგიის განსაზვრაზე მსჯელობენ.
ალ. ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო გრანტის ფარგლებში დაფინანსდა და მასში ქართველ მეცნიერებთან ერთად 20-ზე მეტი უცხოელი სტუმარი მონაწილეობს.
სამი დღის განმავლობაში ქართველი გეოლოგები ბოლო წლებში მოპოვებულ სამეცნიერო შედეგებს წარმოადგენენ და უცხოელი კოლეგების მიერ კავკასიის სხვადასხვა პრობლემატურ საკითხთან დაკავშირებით უახლეს სამეცნიერო მონაცემებს გაეცნობიან, ასევე, დაგეგმილია გეოლოგიური ექსკურსია გუდაურის მიმართულებით.
სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის სულხან სისაურის განცხადებით, მსგავსი კონფერენციები ხელს უწყობს როგორც პრობლემატური საკითხების განხილვა-გაანალიზებას, ასევე ურთიერთობების გარღმავებას ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შორის.
ალ. ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერები ბოლო 5 წლის განმავლობაში ფონდის 10 და 19 საერთაშორისო პროექტში მონაწილეობდნენ.