GEO ENG
 

 







 

2010-11-22
ქართველი მეცნიერების პროექტები უკრაინის სამეცნიერო-ტექნოლოგიურმა ცენტრმა (STCU) საპარტნიორო პროგრამის ფარგლებში დააფინანსა

ქართველი მეცნიერების სამი სამეცნიერო პროექტის დაფინანსება 17-18 ნოემბერს უკრაინის სამეცნიერო-ტექნოლოგიური ცენტრის (STCU) მე-15 საიუბილეო სხდომაზე გადაწყდა. საგრანტო დაფინანსება მიიღეს პროექტებმა, რომლებიც წარმოადგინეს:

  • ს. დურმიშიძის სახელობის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტმა - 443 100 აშშ დოლარი;
  • გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის,  მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტმა - 378 000 აშშ დოლარი;
  • ე. ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტმა - 110 000 აშშ დოლარი.

სამენიერო საბჭოს საიუბილეო სხდომას ქ. კიევში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მარიამ გერსამია დაესწრო, რომელმაც საქართველოში მეცნიერების სისტემის განვითარებასა და საერთაშორისო ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობაზე მოხსენება წაიკითხა.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა გამოფენა, რომელზეც სხვა მეცნიერებთან ერთად, ქართველმა მეცნიერებმა საკუთარი ნამუშევრები და საქმიანობის ამსახველი პოსტერები გამოფინეს.

უკრაინის სამეცნიერო-ტექნოლოგიური ცენტრი (STCU) და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი (RNSF) ერთობლივ პროგრამებს 2006 წლიდან ახორციელებენ. “მიზნობრივი კვლევისა და განვითარების პროგრამის” ფარგლებში, ერთობლივად უკვე 37 სამეცნიერო პროექტია დაფინანსებული (ბიუჯეტით 2,4 მლნ აშშ).

share