მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის ფარგლებში ნოემბერ-დეკემბრის თვეში დაგეგმილი ღონისძიებებისათვის 21 მეცნიერი დაფინანსდა
2010 წლის მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის ფარგლებში ნოემბერ-დეკემბრის თვეში დაგეგმილი ღონისძიებებისათვის საკონკურსო კომისიამ დასაფინანსებლად 21 მეცნიერი შეარჩია.
მოკლევადიანი ინდივიდუალური სახელმწიფო სამოგზაურო საგრანტო კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს მეცნიერთა მონაწილეობას საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში, რათა ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად გააძლიეროს საქართველოს სამეცნიერო პოტენციალი და ხელი შეუწყოს ქართველი მეცნიერების საერთაშორისო სამეცნიერო ცხოვრებაში ინტეგრაციას.