კონფერენცია ”საქართველოს არქეოლოგია საუკუნეთა მიჯნაზე: შედეგები და პერსპექტივები” შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით გაიმართა
28-31 ოქტომბერს ეროვნულმა მუზეუმმა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან თანამშრომლობით, გამართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: ”საქართველოს არქეოლოგია საუკუნეთა მიჯნაზე: შედეგები და პერსპექტივები”. კონფერენცია სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ საკონფერენციო გრანტების ფარგლებში დაფინანდა.
კონფერენციაში ქართველ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობა მიიღო 20-ზე მეტმა უცხოელმა მკვლევარმა გერმანიიდან, საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.
კონფერენციის მიზანი იყო საქართვლოს არქეოლოგიური მემკვიდრეობის შესწავლის ისტორიის გაანალიზება და მისი სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრა. კონფერენციამ საშუალება მისცა ადგილობრივ და უცხოელ არქეოლოგებს ესაუბრათ წარსულ გამოცდილებაზე, აგრეთვე, დაესახათ მეცნიერული კვლევის, პუბლიკაციების გამოცემების, გამოფენების მოწყობისა და საზოგადოებრივი პროგრამების ერთობლივი გეგმები.
კონფერენცია 30 ოქტომბერს ვანის ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის მუზეუმში ”ვანის მუზეუმ-ნაკრძალის განვითარების გეგმის” პრეზენტაციით დასრულდა.