იუნესკო/კეიზო ობუჩის 2011 წლის ერთობლივი კვლევითი სტიპენდია ახალგაზრდა მეცნიერებისათვის
იუნესკო/კეიზო ობუჩის სტიპენდია განკუთვნილია იმ პირებისათვის, რომლებიც ფლობენ მაგისტრის ხარისხს და სურვილი აქვთ განახორციელონ კვლევითი სამუშაოები საზღვარგარეთ 3-9 თვის განმავლობაში.
სტიპენდიის მოპოვება შეუძლიათ პირებს, რომლებიც მუშაობენ შემდეგ სფეროებში:
-
გარემო (პრიორიტეტულია წყლის მეცნიერებები);
-
კულტურათაშორისი დიალოგი;
-
საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები;
-
კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
-
კანდიდატების ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 40 წელს.
-
კანდიდატს უნდა ჰქონდეს მოწვევა იმ უნივერსიტეტიდან, რომელშიც კვლევის ჩატარებას აპირებს.
-
პრიორიტეტი ენიჭებათ:
-
კანდიდატები უნდა ფლობდნენ იმ ქვეყნის ენას, რომელშიც კვლევა იგეგმება;
-
კანდიდატებს შეუძლიათ აწარმოონ კვლევა ერთ ან ორ ქვეყანაში.
სტიპენდიის მოპოვების მიზნით კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
-
უმაღლესი განათლების (მაგისტრის ხარისხის) დამადასტურებელი დოკუმენტის 2 ასლი ნიშნების ფურცელთან ერთად;
-
სარეკომენდაციო წერილი;
-
მიმწვევი კვლევითი დაწესებულების თანხმობის წერილი;
-
იმ ქვეყნის ენის ფლობის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი, რომელშიც კანდიდატი კვლევის ჩატარებას აპირებს;
-
დაგეგმილი კვლევითი სამუშაოს დეტალური აღწერა (მაქსიმუმ ორი გვერდი), მასში უნდა შედიოდეს შემდეგი ინფორმაცია:
-
კვლევის მიზანი, დასაბუთება, სიახლე, მნიშვნელობა;
-
მოსალოდნელი შედეგი;
-
კვლევის მეთოდი;
-
კვლევის ჩასატარებელი ადგილი;
-
კვლევის ხანგრძლივობა;
-
დეტალური ბიუჯეტი (მინიმუმ 6 000 მაქსიმუმ 10 000 აშშ დოლარი)
შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2010 წლის 22 ნოემბერი 18:00.
დაწვრილებითი ინფორმაცია და პროექტის წარდგენის ფორმები იხილეთ შემდეგ ბმულებში:
საკონტაქტო პირი: მაკა ქაჯაია, სამეცნიერო პროგრამების დეპატრამენტის კოორდინატორი
დეტალური ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:
მისამართი: დ. უზნაძის ქ. #68, IV სართული
ტელ: 95 17 52
ელ-ფოსტა: kajaia@rustaveli.org.ge
ვებ-გვერდი: www.rustaveli.org.ge