GEO ENG
 

 







 

2010-10-22
“საერთაშორისო კვლევითი ჯგუფის - დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები სამხრეთ კავკასიაში - შემადგენლობაში ქართველ მეცნიერთა ჩართვა“ კონკურსის ფარგლებში მეცნიერთა ერთი ჯგუფი დაფინანსდა

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული კონკურსის “საერთაშორისო კვლევითი ჯგუფის - დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები სამხრეთ კავკასიაში - შემადგენლობაში ქართველ მეცნიერთა ჩართვა“ ფარგლებში მეცნიერთა ერთი ჯგუფი დაფინანსდა.

კონკურსის მიზანია მეცნიერების სფეროში საქართველოს თანამშრომლობის გაფართოება და გაღრმავება საფრანგეთის რესპუბლიკისა და მეზობელ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან, საქართველოს მეცნიერების ევროპულ კვლევით სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობა.

საკონკურსოდ წარმოდგენილი იყო სულ ორი განაცხადი, რომლებიც შესაფასებლად გადაეცათ დამოუკიდებელ ექსპერტებს. კონკურსის პირობების შესაბამისად გრანტი გაიცემა მხოლოდ მეცნიერთა ერთ ჯგუფზე.

დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასების საფუძველზე გამოვლინდა გამარჯვებული პროექტი, რომლის ხელმძღვანელია შოთა ადამია (გეოფიზიკის ინსტიტუტი).

share