GEO ENG
 

 







 

2010-10-07
აკაკი წერეთლის თხზულებათა ოცტომეულის პირველი ტომი გამოიცა

შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის პროექტი - ”აკაკი წერეთლის თხზულებათა აკადემიური ოცტომეულის პირველი ნაწილის (10 ტომი) გამოსაცემად მომზადება”, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2008 წლის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა.

აღნიშნული კონკურსის ფარგლებში უკვე გამოიცა აკაკი წერეთლის თხზულებათა ოცტომეულის პირველი ტომი, რომელიც შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტმა სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ აკაკი წერეთლის დაბადებიდან 170-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე წარადგინა.

კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამენციერო ფონდის გენერალური დირექტორი სულხან სისაური, რომელმაც მოკლედ ისაუბრა ახალდაფუძნებული ფონდის საქმიანობის შესახებ და აღნიშნა, რომ საგრანტო კონკურსების დაფინანსება მომავალშიც გაგრძელდება.

share