GEO ENG
 

 







 

2010-09-27
სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს კონკურსს “საერთაშორისო კვლევითი ჯგუფის - დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები სამხრეთ კავკასიაში - შემადგენლობაში ქართველ მეცნიერთა ჩართვა“.

კონკურსის მიზანია:

მეცნიერების სფეროში საქართველოს თანამშრომლობის გაფართოება და გაღრმავება საფრანგეთის რესპუბლიკისა და მეზობელ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან;

საქართველოს მეცნიერების ევროპულ კვლევით სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობა.

წარმოდგენილი საპროექტო წინადადების მიზნები და ამოცანები სრულ შესაბამისობაში უნდა იყოს საერთაშორისო კვლევითი ჯგუფის - დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები სამხრეთ კავკასიაში მიზნებთან და ამოცანებთან. (იხილეთ ბმული კვლევების სამეცნიერო თემატიკა და ამოცანები)

კონკურსის სამეცნიერო მიმართულებაა:

დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები, კერძოდ მცირე კავკასიონის (სამხრეთ კავკასიონის) ქედის ბუნებრივი რესურსების (წიაღისეულისა და ნახშირწყლების) და ტექტონიკური აქტიურობის (სეისმოლოგიური რისკების შედეგების) კვლევა.

კონკურსის პირობები და ვადები:

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია შესაბამისი პროფილის ქართველ მეცნიერთა ჯგუფს, რომელიც დაკომპლექტებულია არაუმეტეს სამი პროფილური სამეცნიერო ორგანიზაციის (კვლევითი ინსტიტუტის ან/და უნივერსიტეტის) თანამშრომლებისაგან. გრანტი გაიცემა მეცნიერთა მხოლოდ ერთ ჯგუფზე.

კონკურსში მონაწილეობისათვის ქართველ მეცნიერთა ჯგუფმა საბუთები უნდა წარმოადგინოს ფონდის კანცელარიაში არაუგვიანეს 2010 წლის 7 ოქტომბრისა სამუშაო დღეებში, 10:00-18:00 საათამდე.

დეტალური ინფორმაცია, კონკურსის პირობებისა და წარსადგენი ფორმების შესახებ იხილეთ ქვემოთმოცემული ბმულებით:

პროგრამის კოორდინატორი თედორე დოლიძე

დეტალური ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:
მისამართი: დ. უზნაძის ქ. #68, I I სართული
ტელ: 877 75 71 73, 91 02 62
ელ-ფოსტა: dolidze@rustaveli.org.ge
ვებ-გვერდი: www.rustaveli.org.ge

share