GEO ENG
 

 







 

2010-09-23
სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს კონკურსს მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო გრანტების მოსაპოვებლად

კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მეცნიერების მონაწილეობას საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში, რათა ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად გააძლიეროს ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალი და ხელი შეუწყოს საქართველოს მეცნიერების საერთაშორისო სფეროში ინტეგრაციას.

სამოგზაურო გრანტების საშუალებით ქართველ მეცნიერებს საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ საზღვარგარეთ დაგეგმილ საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში.

სამოგზაურო გრანტების ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მის სრულ ადმინისტრირებას ახორციელებს სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.

საკონკურსო მასალების წარდგენის გრაფიკი /ბოლო ვადებია:

2010 წლის 11 ოქტომბრიდან დაგეგმილილი ღონისძიებებისათვის – 2010 წლის 30 სექტემბერი;

2010 წლის ნოემბრი-დეკემბერში დაგეგმილი ღონისძიებებისათვის – 2010 წლის 20 ოქტომბერი;

ფონდში წარმოდგენილ საკონკურსო მასალებს განიხილავს საკონკურსო კომისია. კონკურსში მონაწილეებს განაცხადის წარდგენის ბოლო ვადიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში ეცნობებათ პასუხი დაფინანსების სტატუსის შესახებ.

ფონდში საკონკურსო მასალების წარდგენა შესაძლებელია კონკურსის გამოცხადების შემდეგ, 2010 წლის 23 სექტემბრიდან, სამუშაო დღეებში, 10:00-18:00 საათამდე.

დეტალური ინფორმაცია, კონკურსის პირობებისა და წარსადგენი ფორმების შესახებ იხილეთ ქვემოთმოცემული ბმულებით:

პროგრამის კოორდინატორი ეკეტერინე ბუთლიაშვილი
დეტალური ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:
მისამართი: დ. უზნაძის ქ. #68, IV სართული
ტელ: 877 74 75 78;
ელ-ფოსტა: eketerine@rustaveli.org.ge
ვებ-გვერდი: www.rustaveli.org.ge

share