GEO ENG
 

 







 

2015-11-04
საჯარო პოპულარული ლექციები ქ.თბილისის წარჩინებული მოსწავლეებისათვის

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეულის (10-17 ნოემბერი 2015 წ.) ფარგლებში  შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით   12-13 ნოემბერს (ხუთშაბათს და პარასკევს) ჩატარდება  საჯარო პოპულარულ ლექციები .თბილისის წარჩინებულ მოსწავლეებისათვის .

საჯარო ლექციების განრიგი:

12 ნოემბერი 

15:00 საათი - თემა - "გვარ Leptothorax Mayr, 1855 -ის ჭიანჭველების ეკოლოგიური,

გენეტიკური და ეთოლოგიური შესწავლა.“

ნანა გრატიაშვილი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტი; მკვლევარი ასისტენტი;

16:00 საათი - თემა - ბარკოდინგი-მწერების კვლევის თანამედროვე მეთოდი

შალვა ბარჯაძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; მკვლევარი

17:00 საათი - თემა - მანძილები და მასშტაბები სამყაროში

გიორგი ჯავახიშვილი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიასოცირებული პროფესორი; აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მკვლევარი.

 

13 ნოემბერი

15:00 საათი - თემა"ქართული დამწერლობის წარმოშობის საკითხი სომხურ საისტორიო 

მწერლობაში".

ხათუნა გაფრინდაშვილი -  ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი; ბიბლიოგრაფი, მეცნიერ-თანამშრომელი;

16:00 საათი -  თემა:  ,,კვება და ჯანმრთელობა

ნინა კულიკოვა - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი; უჯრედული იმუნოლოგიის ლაბორატორიის გამგე;

 17:00 საათი - თემა"საინტერესო ამოცანები ალბათობის თეორიიდან"

პეტრე ბაბილუა - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასისტენტ-პროფესორი.

 

საჯარო ლექციები სკოლის მოსწავლეთათვის გაიმართება სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდში ალქსიძის N1 (პირველ სართულზე)

share