GEO ENG
 

 







 

2015-10-31
საკონსულტაციო შეხვედრა ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი 9 და 10 ნომბერს მართავს საკონსულტაციო შეხვედრებს  ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის. ფონდის წარმომადგენლები ახალგაზრდა მეცნიერებს განუმარტავენ საგრანტო კონკურსის პირობებსა და წესს.

კონკურსის მიზანია: ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო-კვლევითი პროექტების მხარდაჭერის გზით კვლევების ხარისხის ზრდის ხელშეწყობა, კვლევითი უნარ-ჩვევებისა და თემატური ან ინტერდისციპლინური მიმართულებით სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავება, აგრეთვე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გაძლიერება და გაუმჯობესება.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს მოქალაქე, დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელსაც ხარისხი მიენიჭა კონკურსის გამოცხადების თარიღამდე ბოლო 7 წლის განმავლობაში.

კონკურსში მონაწილე პროექტის  ხანგრძლივობაა ორი წელი, ფონდიდან მოთხოვნილი ჯამური ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 60 000 ლარს (წელიწადში 30 000 ლარს).

კონკურსის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ფონდის ვებგვერდზე

http://rustaveli.org.ge/index.php?module=topic&page=detals&topic_id=18&id=1820

 

საკონსულტაციო შეხვედრების ადგილი:

9 ნოემბერს, 18 : 00 საათზე - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის           

                                                   ადმინისტრაციული კორპუსი, ნიკოლაძის დარბაზი;

9 ნოემბერს, 13 : 00 საათზე - ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო    

                                                    უნივერსიტეტის I  კორპუსის 104-ე ოთახი;

10 ნოემბერს, 18 : 00 საათზე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ა 101 აუდიტორია,     

                                                     ჭავჭავაძის 32;

10 ნოემბერს, 13 : 00 საათზე - აგრარული უნივერსიტეტის  კახა ბენდუქიძის  

                                                       საუნივერსიტეტო კამპუსის 412-ე აუდიტორია;

share