GEO ENG
 

 







 

2015-10-31
საკონსულტაციო შეხვედრები მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების 2015 წლის კონკურსში მონაწილეობის მსურველებთან

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი მართავს საკონსულტაციო შეხვედრებს მაგისტრანტებთან. შეხვედრები გაიმართება: 2 ნოემბერს,  18:00 საათზე,  საქართველოს ტექნიკურ და აგრარულ უნივერსიტეტებში, ხოლო 3 ნოემბერს, 18:00 საათზე,   ილიას სახელმწიფო და  ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტებში.

ფონდის წარმომადგენლები მაგისტრანტებს განუმარტავენ საგრანტო კონკურსის პირობებსა და წესს.

მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების დასაფინანსებლად გრანტების გაცემის მიზანია მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული მაგისტრანტების სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაზრდის, აკადემიური დონის ამაღლებისა და კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა, ასევე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის გაუმჯობესების, სწავლის პროცესში კვლევის ინტეგრაციისა და თემატური და/ან ინტერდისციპლინური მიმართულებით კვლევითი აქტივობის განვითარების ხელშეწყობა.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტირებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ, სტუდენტის აქტიური სტატუსის მქონე მაგისტრანტს. გრანტის მიღების პერიოდში მაგისტრანტი უნდა იყოს მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელი ან დამამთავრებლის წინა სემესტრის  სტუდენტი.

კონკურსში მონაწილე პროექტის  ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 4 - 10 თვე, ფონდიდან მოთხოვნილი ჯამური ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 6 000 ლარს.

კონკურსის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ფონდის ვებგვერდზე

http://rustaveli.org.ge/index.php?module=topic&page=detals&topic_id=18&id=1818

 

შეხვედრაზე დასწრება შეუძლია საქართველოს აკრედიტებული უნივერსიტეტების მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს.

საკონსულტაციო შეხვედრების ადგილი:

2 ნოემბერს,  18:00 საათზე,  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის,     

                                                  ადმინისტრაციული კორპუსი, ნიკოლაძის დარბაზი;

2 ნოემბერს,  18:00 საათზე,  აგრარული უნივერსიტეტის, კახა ბენდუქიძის  

                                                  საუნივერსიტეტო კამპუსის 412-ე აუდიტორია;

3 ნოემბერს, 18:00 საათზე,   ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  ა 101 აუდიტორია,     

                                                  ჭავჭავაძის 32;

3 ნოემბერს, 18:00 საათზე,   ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო   

                                                    უნივერსიტეტების I  კორპუსის 104-ე ოთახი.

share