საკონსულტაციო შეხვედრა მაგისტრანტებთან
23 ოქტომბერს შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა გამოაცხადა მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების 2015 წლის კონკურსი. დღეს, ფონდის თანამშრომლებმა საკონსულტაციო შეხვედრა გამართეს სხვადასხვა უნივერსიტეტის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის და განუმარტეს საგრანტო პროექტის პირობები და წესი.