GEO ENG
 

 







 

2015-10-07
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას დამწყები მკვლევარებისათვის ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) მიერ გამოცხადებული კონკურსის შესახებ (ERC Starting Grants – ERC- 2016-STG)

კონკურსის მიზანია იმ მკვლევართა მხარდაჭერა, რომელთაც მინიჭებული აქვთ დოქტორის ხარისხი და იმყოფებიან კარიერის იმ ეტაპზე, როდესაც საკუთარი კვლევითი გუნდისა და პროგრამის ჩამოყალიბებას იწყებენ.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს საპროექტო წინადადების წარდგენა შეუძლიათ ერთ-ერთ შემდეგ მიმართულებაზე:

ფიზიკა და საინჟინრო მეცნიერებები (Panels: PE1 – PE10)

სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები (Panels: LS1 – LS9)

ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები (Panels: SH1 – SH6).

 

გრანტის მაქსიმალური ოდენობაა 1 500 000 ევრო 5 წლის მანიძლზე.  საპროექტო განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 17 ნოემბერი, . ბრიუსელის დროით 17:00 საათი.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდებ: https://ec.europa.eu/research/participants/portal/desktop/en/opportunities/h2020/topics/1135-erc-2016-stg.html

 

 http://bit.ly/1KAJ9ss

 

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ევროპული კვლევების საბჭოს აღნიშნულ საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით ჩაატარებს საინფორმაციო დღეს ა.წ. 16 ოქტომბერს 16.00 სთ-ზე ფონდის საკონფერენციო დარბაზში. დაინტერესებული პირები უნდა დარეგისტრირდნენ წინასწარ ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე  ERC.NCP@rustaveli.org.ge.

 

რეგისტრაციის დროს, გთხოვთ გამოაგზავნოთ შემდეგი ინფორმაცია:

-         სახელი გვარი

-         სამეცნიერო ხარისხი (მაგ. ფიზიკის მეცნიერებათა/ ფილოლოგიის/სხვ. დოქტორი)

-         ორგანიზაცია (უნივერსიტეტი, კვლევითი ინსტიტუტი/ცენტრი)

-         ფაკულტეტი, დეპარტამენტი

-         სამეცნიერო მიმართულება/ქვე-მიმართულება

-         საკონტაქტო ინფორმაცია (ელ ფოსტა, ტელ.)

 

share