GEO ENG
 

 







 

2015-09-30
2015 წლის სეზონური სკოლების საგრანტო კონკურსის შედეგები

კონკურსის მიზნებია: ახალგაზრდა მეცნიერთათვის და სტუდენტებისათვის სამეცნიერო სეზონური სკოლების/ბანაკების ორგანიზება და არსებულ სეზონურ სკოლათა ფუნქციონირების ხელშეწყობა; ქართული მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია; ახალი კადრების მეცნიერებაში მოზიდვა, ახალგაზრდა მეცნიერთა კვალიფიკაციის ამაღლება, კვლევის მეთოდებში ტრენინგის, ტრანსფერული უნარ-ჩვევების განვითარებისა და ინტერდისციპლინური თანამშრომლობის წახალისება; საერთაშორისო თანამშრომლობის წახალისება და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირება.

2015 სეზონური სკოლების საგრანტო კონკურსში დარეგისტრირდა 13 განაცხადი:

I მიმართულება. საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების სეზონური სკოლა - 1 განაცხადი;

II მიმართულება. სამეცნიერო სეზონური სკოლა (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) და ევროსტატის (EUROSTAT) კლასიფიკაციის შესაბამისად) - 12 განაცხადი.

საკონკურსო კომისიამ შემოსული განაცხადები შეაფასა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 26 ივნისის №77/ნ ბრძანებით დამტკიცებული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად და დასაფინანსებლად გამოავლინა 11 განაცხადი.

share