GEO ENG
 

 







 

2015-06-29
შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა იულიხის კვლევით ცენტრთან 5 წლიანი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

16 ვნისს, გერმანიის ქალაქ იულიხში, შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და იულიხის კვლევით ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ფონდის გენერალურმა დირექტორმა მარინე ჩიტაშვილმა და იულიხის კვლევითი ცენტრის დირექტორთა საბჭოს წევრმა სებასტიან მ. შმიდტმა მოაწერეს. ხუთწლიანი შეთანხმება  ერთობლივი კვლევითი-საგანმანათლებლო პროგრამის განახორციელებას ითვალისწინებს, რაც ხელს შეუწყობს გერმანიისა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, ასევე უზრუნველყოფს ქართველი მაგისტრანტებისა და დოქტორანტების სამეცნიერო სტაჟირებას ცენტრში. ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ესტუმრონ მსოფლიოში წამყვან კვლევით ცენტრს, რათა წარმართონ უახლესი, მაღალი დონის კვლევები, როგორც ფუნდამენტური ისე გამოყენებითი მიმართულებით, ჩამოთვლილ სფეროებში: მათემატიკა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, საბუნებისმეტყველო, საინჟინრო, სამედიცინო და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები.

იხილეთ საინფორმაციო ბიულეტენი

share