GEO ENG
 

 







 

2015-06-26
მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის შედეგები

მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მეცნიერების მონაწილეობას საერთაშორისო სამეცნი­ერო ღონისძიებებში, რათა ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად გააძლიეროს ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალი და ხელი შეუწყოს საქართველოს მეცნიერების საერთაშორისო სამეცნიერო სფეროში ინტეგრაციას.

 

2015 წლის მოკლევადიან ინდივიდუალურ სამოგზაურო საგრანტო კონკურსის პირველ ნაკადზე დარეგისტრირდა 111 განაცხადი. კონკურსის პირობების მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსიდან მოიხსნა 11 განაცხადი.

 

 ·         მოხსნილი პროექტები

საკონკურსო კომისიამ დარჩენილი 100  განაცხადი  შეაფასა  საქართველოს მთავრობის 2008 წლის 20 თებერვალის N30 დადგენილებით დამტკიცებული კრიტერიუმების შესაბამისად და დასაფინანსებლად გამოავლინა  62 განაცხადი.

 ·         კომისიის მიერ შეფასებული პროექტები

 ·         გენერალური დირექტორის ბრძანება გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შესახებ

 გამარჯვებულები საგრანტო ხელშეკრულების ხელმოსაწერად უნდა მობრძანდეთ ფონდში ა/წ  29 ივნისს; 9:00 საათიდან  17:00 საათამდე

share