GEO ENG
 

 







 

2015-06-25
საკონფერენციო გრანტების კონკურსის შედეგები

საკონფერენციო გრანტების კონკურსის მიზანია, ხელი შე­უწყოს საქართველოში რეგიონული და საერთაშორისო სა­მეც­ნიერო კონფერენციების, კონგრესების, ფორუმების, სიმპო­ზიუმებისა და სემინარების ჩატარებას, ინფორმაციის გაცვ­ლასა და გამოცდილების გაზიარებას, სამეცნიერო კვლევების განვითარებას, ქართველ მეცნიერთა შრომების პოპულარი­ზა­ციას საერთაშორისო ჟურნალებსა და სამეცნიერო კრებუ­ლებში, მსოფლიო პროცესებში მეცნიერთა ინტეგრირებას.

 

2015 წლის საკონფერენციო გრანტების კონკურსში სხვადასხვა იურიდიული და ფიზიკური პირის მიერ  ფონდში საკონკურსოდ დარეგისტრირდა 93 განაცხადი. აქედან 10 განაცხადი  დარეგისტრირებილი იყო ტესტურ რეჟიმში. კონკურსის პირობების მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსიდან მოიხსნა 10 განაცხადი.

 

·         მოხსნილი პროექტების სია

საკონკურსო კომისიამ დარჩენილი 73  განაცხადი  შეაფასა  საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 ივლისის N149 დადგენილებით დამტკიცებული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად და დასაფინანსებლად გამოავლინა  9 განაცხადი.

 

·         კომისიის მიერ შეფასებული პროექტები

·         გენერალური დირექტორის ბრძანება გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შესახებ

share