GEO ENG
 

 







 

2015-06-05
სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს 2015 წლის საკონფერენციო გრანტების კონკურსს

საკონფერენციო გრანტების კონკურსის  მიზანია, ხელი შე­უწყოს საქართველოში საერთაშორისო და რეგიონული სა­მეც­ნიერო კონფერენციების, კონგრესების, ფორუმების, სიმპო­ზიუმებისა და სემინარების  ჩატარებას, ინფორმაციის გაცვ­ლასა და გამოცდილების გაზიარებას, სამეცნიერო კვლევების განვითარებას, ქართველ მეცნიერთა შრომების პოპულარი­ზა­ციას საერთაშორისო ჟურნალებსა და სამეცნიერო კრებუ­ლებში, მსოფლიო პროცესებში მეცნიერთა ინტეგრირებას.

კონკურსის ფარგლებში დასაფინანსებელი კონფერენციის ჩატარება გათვალისწინებული უნდა იყოს 2015 წლის 1 ივლისიდან 2016 წლის 31 იანვრის ჩათვლით.

ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 40 000 ლარს.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განმცხადებელი დარეგისტრირებული უნდა იყოს ფონდის ელექტრონულ ბაზაში, საკონკურსო განაცხადი შეავსოს და წარადგინოს ელ. ბაზის მეშვეობით.      

ფონდის ელექტრონულ ბაზაში პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 2015 წლის 8 ივნისიდან 17 ივნისის 24.00 სთ-მდე.

ელექტრონულად დარეგისტრირებული პროექტებისათვის 2015 წლის საკონფერენციო გრანტების კონკურსში მონაწილეობის შესახებ ამობეჭდილი და ხელმოწერილი განცხადება ფონდში წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 2015 წლის 18 ივნისის 18.00 საათისა.

ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი განაცხადი საკონკურსოდ არ განიხილება. 

კონკურსში მონაწილეებს განაცხადის წარდგენის ბოლო ვადიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში ეცნობებათ პასუხი დაფინანსების შესახებ ფონდის ვებგვერდის საშუალებით.

კონკურსის პირობებთან, ან ელ. ბაზაში რეგისტრაციასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად კონკურსის მონაწილეთათვის ჩატარდება ჯგუფური კონსულტაციები შემდეგი გრაფიკით:

·         ოთხშაბათს, 10 ივნისს, 16:00 სთ-ზე, ფონდის საკონფერენციო დარბაზში;

·         პარასკევს, 12 ივნისს, 16:00 სთ-ზე, ფონდის საკონფერენციო დარბაზში

დეტალური ინფორმაცია, კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ ქვემოთმოცემული ბმულებით: 

 

·         ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება

·         ცვლილება გენერალური დირექტორის ბრძანებაში

·         მთავრობის დადგენილება;

·         კონკურსის პროგრამა და პირობები;

·         განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ;

·         ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია

·         საკონკურსო განაცხადის წარდგენა/ დარეგისტრირება

პროგრამის კოორდინატორები: მაია ქაჯაია
, დავით ჩიჩუა 
დეტალური ინფორმაციისათვის მოგვმართეთ: 
მისამართი: მ. ალექსიძის ქ. N1, III სართული 
ელფოსტა:
kajaia@rustaveli.org.ge; chichua@rustaveli.org.ge

ტელ: + (995 32) 2 200 220 (შიდა 4409; 4402)

share