GEO ENG
 

 







 

2015-06-23
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას რეიგან-ფესელის გამოცხადებული სტიპენდიის შესახებ

ფონდი „ეროვნული მემკვიდრეობა დემოკრატიისთვის“ (National Endowment for Democracy) აცხადებს რეიგან-ფესელის სტიპენდიას დემოკრატიის განვითარებისთვის. განაცხადის შეტანა შეუძლია ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც აქვს გამოცდილება ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებების დაცვის, სამართალმცოდნეობის, სამოქალაქო აქტივობის მიმართულებით. ასევე, აპლიკანტი შეიძლება იყოს უნივერსიტეტის პროფესორი, მკვლევარი (სასურველია მათ ჰქონდეთ ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი- PHD).           

სტიპენდიის მფლობელი  5 თვის განმავლობაში (2015 წლის 1 ოქტომბრიდან 28 თებერვლამდე ან 2016 წლის 1 მარტიდან 31 ივლისამდე) ქალაქ ვაშინგტონში ესწრება NED-ის ფორუმს დემოკრატიული სწავლებების შესახებ. პროგრამა გულისხმობს ყოველთვიურ სტიპენდიას, სამედიცინო დაზღვევას, სამუშაო სივრცეს, კვლევის წარმოების მხარდაჭერას და მოგზაურობას ქალაქ ვაშინგტონში. პროგრამა არ ანაზღაურებს თანმხლები პირის ცხოვრების ხარჯებს.

რეიგან-ფესელის სტიპენდიის მოსაპოვებლად, განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 15 ოქტომბერი.

გთხოვთ, გაეცნოთ ბმულში არსებულ ინფორმაციას დეტალურად: http://www.ned.org/fellowships/reagan-fascell-democracy-fellows-program/applying-for-a-fellowship

share