GEO ENG
 

 







 

2015-06-22
სამხრეთ აფრიკის უნივერსიტეტი (UNISA) „ჰორიზონტი 2020-ის“ კონკურსში მონაწილეობისთვის ეძებს პარტნიორს

სამხრეთ აფრიკის უნივერსიტეტი (UNISA) ეძებს პარტნიორს, „ჰორიზონტი 2020“-ის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. საპროექტო წინადადება ეხება ტვინის კომუნიკაციას, რომელიც ხორციელდება ნეირონული გზებითა და ელექტრული აქტივობით, რაც  ქმნის ტვინის ტალღებს. ამ ტალღების შესწავლა შესაძლებელია ეეგ-ს (ელექტროენცეფალოგრაფიის) მეთოდით. თვისობრივად განსხვავებული ტალღები, ასრულებენ სხვადასხვა ფუნქციას. ტვინის ტალღების გაშიფვრით შეიქმნება ტვინის პროტოკოლი, რომელიც უფრო ნათელს გახდის მეხსიერებისა და კომუნიკაციის  ბუნებას.

 

სამხრეთ აფრიკის უნივერსიტეტის (UNISA)  მოთხოვნის მიხედვით პარტნიორს უნდა ჰქონდეს მხარდაჭერა თავისი ორგანიზაციიდან, რათა განაცხადი შეიტანოს H2020 -ში და შემდგომი კვლევებისათვის მიიღოს დაფინანსება; ასევე უნდა ჰქონდეს ლაბორატორიული აღჭურვილობა და შესაბამისი გარემო ინტენსიური კვლევებისათვის.

 

სამხრეთ აფრიკის უნივერსიტეტი (UNISA) მზად არის ითანამშრომლოს კვლევებისა და განვითარების, ნეირომეცნიერების,  სამედიცინო კვლევების კომპანიებთან, ასევე  ფუტურისტული მიდგომების ინოვაციურ ინსტიტუტებთან.

 

გთხოვთ, ორგანიზაციის მოთხოვნებს და პროექტის დეტალურ აღწერას გაეცნოთ მითითებულ ბმულზე, სადაც დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ორგანიზაციას და შეავსოთ შესაბამისი ფორმა.

http://www.ideal-ist.eu/ps-za-96999

share