GEO ENG
 

 







 

2015-06-19
ბრიტანული კომპანია „ჰორიზონტი 2020-ის“ კონკურსში მონაწილეობისთვის ეძებს პარტნიორს

შპს ამბიესენსი“( AmbieSense LTD ) „ჰორიზონტი 2020-ის“ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ეძებს პარტნიორს. საპროექტო წინადადება შეეხება გამოცხადებულ კონკურსს, „კლიმატური ცვლილებებითა და სტიქიით განპირობებულ უბედურებებთან გამკლავება: საზოგადოების დაცვისა და გადარჩენის უზრუნველყოფა, კლიმატურ ცვლილებთან ადაპტირება“, კერძოდ მესამე თემას -„სტიქიური უბედურებებისა დაკლიმატური ცვლილებების ზეგავლენის შემსუბუქება კულტურული მემკვიდრეობის ტერიტორიებზე, სტრუქტურებსა და არტეფაქტებზე“.

„შპს ამბიესენსის“ (AmbieSense LTD) პარტნიორი, კონსორციუმის წევრი შეიძლება გახდეს როგორც სამთავრობო ორგანიზაცია, ასევე კულტურული მემკვიდრეობის, ტექნოლოგიების, ინოვაციის, გამოყენებითი მეცნიერების მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციები (იურიდიული პირები).

გთხოვთ, ორგანიზაციის მოთხოვნებს და პროექტის დეტალურ აღწერას გაეცნოთ მითითებულ ბმულზე, სადაც დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ორგანიზაციას და შეავსოთ შესაბამისი ფორმა

http://www.ideal-ist.eu/ps-uk-97067

share