GEO ENG
 

 







 

2015-06-18
იუნესკომ კარლოს ფინლეის პრიზის მოსაპოვებლად კონკურსი გამოაცხადა

კარლოს ფინლეის პრიზის მიღება მიკრობიოლოგიის დარგში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის შეუძლიათ პიროვნებებს, ინსტიტუციებს, სამეცნიერო ჯგუფებს თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს. მათ კანდიდატურას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნულ კომისიასთან შეთანხმებით წარუდგენს იუნესკოს. სხვა შემთხვევაში (იგულისხმება საბუთების ინდივიდუალურად გაგზავნა) იუნესკო განაცხადებს არ განიხილავს.  

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კი კონკურსში მონაწილეთა მსურველების სიას უგზავნის შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ფონდში უნდა წარმოადგინონ ნომინაციის ფორმა. მას  თან უნდა ერთვოდეს რეკომენდაცია, რომელშიც იქნება წარმოჩენილი: 1. კანდიდატის მიღწევები 2. ნომინანტის საქმიანობის, გამოცემებისა თუ სხვა შესაბამისი დოკუმენტაციის მოკლე შეფასება. 3. დასაბუთება/განმარტება თუ რატომ უნდა მიიღოს კონკრეტულმა ნომინანტმა კარლოს ფინლეის პრიზი.

 

ყველა დოკუმენტი უნდა იყოს ფრანგულ ან ინგლისურ ენაზე. თითოეული ნომინაციის ფაილი უნდა იყოს 5 ეგზემპლარად - ჩაწერილი 5 CD-ზე ან 5 ნაბეჭდი ვერსია. ასევე, უნდა შეავსოთ განაცხადი ქართულ ენაზე.

 

საბუთების წარდგენის ბოლო ვადა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის კანცელარიაში არის 2015 წლის  29 ივნისი, 16:00 საათი.

 

გთხოვთ, გაეცნოთ ბმულში არსებულ ინფორმაციას (კონკურსის აღწერას თუ მოთხოვნილ დოკუმენტაციას) დეტალურად: http://www.unesco.org/new/en/natural-sciences/science-technology/basic-sciences/life-sciences/carlos-j-finlay-unesco-prize-for-microbiology/call-for-nominations/

 

დანართი 1: განაცხადის ფორმა იურიდიული პირებისთვის

დანართი 2: განაცხადის ფორმა ფიზიკური პირებისთვის

დანართი 3: ნომინაციის ფორმა

დანართი 4: კონკურსში მონაწილეობის წესი

 

share