GEO ENG
 

 







 

2015-06-12
მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2015 წლის კონკურსის პირველი ეტაპის შედეგები

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის უკრაინაში (მტცუ) მიერმიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამისფარგლებში ორგანიზებული 2015 წლის კონკურსის პირველი ეტაპის შედეგები დამტკიცდა ფონდის გენერალური დირექტორის 2015 წლის 12 ივნისის  N81 ბრძანებით.

პირველ ეტაპზე კონკურსში მონაწილე 69 პროექტიდან შერჩეულ იქნა საუკეთესო ქულების მქონე 27 საპროექტო წინადადება.

შერჩეული პროექტების ხელმძღვანელები ელექტრონული ფოსტით მტცუ-დან მიიღებენ სპეციალურ ფორმას პროექტების სრული სახით მომზადებისათვის, სადაც მინიჭებული ექნებათ ინდივიდუალური სარეგისტრაციო ნომერი.

II ეტაპზე გადასული პროექტების ხელმძღვანელებმა ფონდის კანცელარიაში სათანადო ფორმის შესაბამისად მომზადებული პროექტების სრული ვერსიები და თანამშრომლობის შესახებ ინტერესის გამოხატვის წერილ(ებ) უნდა წარმოადგინონ 2015 წლის 30 ივლისის 18:00 საათის ჩათვლით (იხ. ფონდის გენერალური დირექტორის 2015 წლის 15 მაისის N 63 ბრძანება http://www.rustaveli.org.ge/index.php?module=topic&page=detals&topic_id=18&id=1679 ).

სრული სახით მომზადებული პროექტების შეფასება (მეორე ეტაპი) განხორციელდება მტცუ- ექსპერტების მიერ, რის საფუძველზეც მტცუ- მმართველთა საბჭო გამოავლენს დასაფინანსებელ პროექტებს.

ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება N81

კონკურსის პირველ ეტაპზე შერჩეული პროექტები

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგები

share