GEO ENG
 

 







 

2015-06-12
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსს

დაფინანსების მოსაპოვებლად, საგრანტო განაცხადის წარდგენა შეუძლია საქართველოში მუდმივად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს-ახალგაზრდა მეცნიერს,  რომელიც ფლობს ინგლისურ ან იმ ქვეყნის სახელმწიფო ენას, სადაც იგი  გეგმავს სტაჟირებ გავლას, აქვს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი, რომელიც მიენიჭა კონკურსის გამოცხადების თარიღიდან ბოლო 7 წლის პერიოდში, ან არის რეზიდენტი ან დოქტორანტი და  ეწევა სა­მეცნიერო-კვლევით საქმიანობას საქართველოს სამეცნიერო-კვლევით ან ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესე­ბულებაშ.

ახალგაზრდა მეცნიერი, რომელსაც  მიღებული აქვს ამავე კონკურსის გრანტი ბოლო ერთი  წლის წინ, ვერ მიიღებს მონაწილეობას 2015 წლის კონკურსში (სტაჟირების კონკურსში მიღებული გრანტის პერიოდის დამთავრებიდან გასული უნდა იყოს არანაკლებ 1 წელი).

საგრანტო პროექტის მინიმალური ხანგრძლივობაა 2 თვე, ხოლო მაქსიმალური ხანგრძლივობა - 6 თვე. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია 7, 8 თვის მოთხოვნაც,  რაც მოითხოვს აპლიკანტის მიერ სტაჟირების ვადების  დამატებით დასაბუთებას. (დეტალური სამუშაო გრაფიკი დამატებით თვეებზე და მომწვევი მხარისგან დამატებითი თვეების საჭიროების წერილობითი დასაბუთება).

სამეცნიერო - კვლევითი სტაჟირება უნდა დაიწყოს არაუგვიანეს 2015 წლის 5 ოქტომბრიდან  და უნდა  დასრულდეს  არაუგვიანეს  2016 წლის 15 ნოემბრისა.     


ფონდიდან მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს
35 000 ლარს.

პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 2015 წლის 15 ივნისიდან 2015 წლის 8 ივლისის 24:00 საათამდე. ელექტრონულად დარეგისტრირებული პროექტებისათვის კონკურსში მონაწილეობის შესახებ ამობეჭდილი, ხელმოწერილი განცხადება ფონდში წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 2015 წლის  10 ივლისის  18:00 საათისა.

ვადის დარღვევის ან/და არასრული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში პროექტი მოიხსნება კონკურსიდან. 

კონკურსის პირობებთან, ან ელ. ბაზაში რეგისტრაციასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად კონკურსის მონაწილეთათვის ჩატარდება ჯგუფური კონსულტაციები შემდეგი გრაფიკით:

·         ორშაბათს, 15 ივნისს, 16:00 სთ-ზე ფონდის საკონფერენციო დარბაზში

·         ოთხშაბათს, 17 ივნისს, 16:00 სთ-ზე, ფონდის საკონფერენციო დარბაზში

·         ორშაბათს, 29 ივნისს, 16:00 სთ-ზე, ფონდის საკონფერენციო დარბაზში


დეტალური ინფორმაცია, კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ ქვემოთმოცემული ბმულებით:

 

·        გენერალური დირექტორის ბრძანება

       ცვლილება გენერალური დირექტორის ბრძანებაში 1

       ცვლილება გენერალური დირქტორის ბრძანებაში 2

·         მთავრობის დადგენილება

·         კონკურსის პროგრამა და პირობები

·         განცხადების ფორმა

·         საპროექტო წინადადების ფორმა

·        ბიუჯეტის ფორმა

·         სტიპენდიის ნორმების ცხრილი ქვეყნების კატეგორიების მიხედვით

·        სარეკომენდაციო წერილის ფორმა

·        ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია

·         საკონკურსო განაცხადის წარდგენა/დარეგისტრირება

 

 

კონსულტაციებისთვის, გთხოვთ მიმართოთ პროგრამის კოორდინატორს, მაია ქაჯაიას
ტელ: + (995 32) 2 200 220
(4409); ელ-ფოსტა: kajaia@rustaveli.org.ge 

ფონდის ელ. ბაზაში რეგისტრაციის შეფერხების შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ მარიამ ვარდიშვილს;  მობ.: 570101321; ელ. ფოსტა: vardishvili@rustaveli.org.ge

 

ჯგუფურ კონსულტაციებში მონაწილეობის მისაღებად, მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე: 
ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. #1, III სართული. 

share