GEO ENG
 

 







 

2015-06-05
სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსს 2015 წლის 1 ივლისიდან 2016 წლის 31 იანვრის ჩათვლით

მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობას საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში, რათა ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად გააძლიეროს ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალი და დაეხმაროს საქართველოს მეცნიერების საერთაშორისო სამეცნიერო sivrceში ინტეგრაციას.

სამოგზაურო გრანტების საშუალებით ქართველ მეცნიერებს საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ საზღვარგარეთ დაგეგმილ საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში.

სამოგზაურო გრანტები ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მის სრულ ადმინისტრირებას ახორციელებს სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განმცხადებელი დარეგისტრირებული უნდა იყოს ფონდის ელექტრონულ ბაზაში, საკონკურსო განაცხადი შეავსოს და წარადგინოს ელ. ბაზის მეშვეობით.       

2015 წლის კონკურსი ჩატარდება 2 ნაკადად.

საკონკურსო დოკუმენტაციის ფონდში ონლაინ წარდგენის (ელექტრონულ ბაზაში)  

ბოლო ვადებია:

·         პირველი ნაკადი - არა უგვიანეს 2015 წლის 17 ივნისის 20:00 საათისა ( 2015 წლის 1 ივლისიდან - 31 ოქტომბრის ჩათვლით დაგეგმილ ღონისძიებებისთვის);

·         მეორე ნაკადი - არა უგვიანეს 2015 წლის 8 სექტემბრისა ( 2015 წლის 1 ოქტომბრიდან  - 2016 წლის 31 იანვრის ჩათვლით დაგეგმილ ღონისძიებებისთვის).

  განცხადის ელექტრონულ ბაზაში რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 2015 წლის 8 ივნისიდან.

  ვადის დარღვევით წარმოდგენილი საკონკურსო განაცხადები შესაბამისი პერიოდებისათვის   საკონკურსოდ არ განიხილება.

კონკურსში მონაწილეებს განაცხადის წარდგენის ბოლო ვადიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში ეცნობებათ პასუხი დაფინანსების შესახებ ფონდის ვებგვერდის საშუალებით.

კონკურსის პირობებთან, ან ელ. ბაზაში რეგისტრაციასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად კონკურსის მონაწილეთათვის ჩატარდება ჯგუფური კონსულტაციები შემდეგი გრაფიკით:

 

·         სამშაბათს, 9 ივნისს, 16:00 სთ-ზე, ფონდის საკონფერენციო დარბაზში;

·         ხუთშაბათს, 11 ივნისს, 16:00 სთ-ზე, ფონდის საკონფერენციო დარბაზში.

დეტალური ინფორმაცია, კონკურსის პირობების  შესახებ იხილეთ ქვემოთ მოცემულ ბმულებში:

·         ბრძანება;

        ცვლილება გენერალური დირექტორის ბრძანებაში 1

       ცვლილება გენერალური დირექტორის ბრძანებაში  2

·         კონკურსის  პროგრამა და მასში მონაწილეობის პირობები;

·         შეფასების კრიტერიუმები;

·         საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის N 231 ბრძანებულება;

·         საქართველოს მთავრობის 2008 წლის 20 თებერვლის #30 დადგენილება;

·         ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია

·         საკონკურსო განაცხადის წარდგენა/ დარეგისტრირება


კონსულტაციებისთვის, გთხოვთ მიმართოთ პროგრამის კოორდინატორს
, ნინო დემეტრაშვილს
ტელ: 577757172 (შიდა 4302), ელ-ფოსტა: demetrashvili@rustaveli.org.ge

ფონდის ელ. ბაზაში რეგისტრაციის შეფერხების შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ მარიამ ვარდიშვილს

მობ.: 577546558; ელ. ფოსტა: vardishvili@rustaveli.org.ge

 

ჯგუფურ კონსულტაციებში მონაწილეობის მისაღებად, მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე: 
ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. #1, III სართული. 

share