GEO ENG
 

 







 

2015-06-05
ევროკავშირის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ღონისძიებაზე ახალგაზრდა მკვლევარების რეგისტრაცია დაიწყო

პროგრამა „ჰორიზონტი 2020“- ის ფარგლებში, ევროკომისია და სამეცნიერო გამოთვლების ეროვნული ფონდი (Fundação para a Ciência e a Tecnologia) სტუდენტებს, ახალგაზრდა მკვლევარებსა და ინოვატორებს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT)  ღონისძიებაზე იწვევს.  ღონისძიება პორტუგალიაში, ლისაბონში, 2015 წლის 20-22 ოქტომბერს გაიმართება.

ICT 2015 - ზე რამდენიმე პარალელური აქტივობაა დაგეგმილი. მათ შორის, გაიმართება კონფერენცია, სადაც საუბარი იქნება ევროკომისიის პოლიტიკასა და ინიციატივებზე, რომელიც გულისხმობს კვლევისა და ინოვაციის განხორციელებას საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პროგრამის მიმართულებით. ასევე დაგეგმილია ინტერაქტიული გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ევროკავშირის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კვლევებისა და ინოვაციის სფეროში არსებული საუკეთესო პროდუქტები და მათი სოციო-ეკონომიკური ეფექტი. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება გაიცნოს კოლეგები, დაამყაროს ახალი კონტაქტები შესაძლო პარტნიორებთან, ასევე მიიღოს ინფორმაცია ევროკავშირის „ჰორიზონტი 2020“- ის ფარგლებში გამოქვეყნებული 2016-2017 წლების სამუშაო პროგრამის შესახებ.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: http://ec.europa.eu/digital-agenda/en/ict2015-innovate-connect-transform-lisbon-20-22-october-2015

share