GEO ENG
 

 







 

2015-06-05
Ideal-ist - ქსელი, რომელიც ევროკავშირის პროგრამაში „ჰორიზონტი 2020“ მონაწილეობის მიღებაში დაგეხმარებათ

  Ideal-ist - ეს არის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საერთაშორისო ქსელი. ქსელი დაინტერესებულ პირებს სთავაზობს მოიძიოს პარტნიორი,  ასევე მოძებნოს სხვა და სხვა  საშუალება, რომელიც მათ დაეხმარება ევროკავშირის პროგრამაში „ჰორიზონტი 2020“ მონაწილეობის მიღებაში. იდეალისტი, ასევე, მსოფლიოს მასშტაბით მიმართავს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიებს, ორგანიზაციებს, რომელთაც სურთ მოძებნონ პროექტის პარტნიორები, რათა ჩაერთონ „ჰორიზონტი 2020“-ში.

 Ideal-ist-ი ეხმარება მცირე და საშუალო საწარმოებს, სამეცნიერო საზოგადოებას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მსხვილ კომპანიებსა და საჯარო ადმინისტრაციას, დამწყებ, კვლევით და საკონსულტაციო ორგანიზაციებს რათა განუმარტოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საერთაშორისო ქსელის სამუშაო პროგრამა, რომელიც „ჰორიზონტი 2020“-ის შემადგენელია, ასევე ეხმარება მიუთითოს, გააცნოს ის პრობლემები და მიზნები რომელსაც „ჰორიზონტი2020“ გულისხმობს.

 

საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საერთაშორისო ქსელს (ideal-ist), ევროკავშირის თუ არა ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან 65 პარტნიორი ჰყავს. მათ შორის ასოცირებული შტატები, აღმოსავლეთ ევროპის თუ ხმელთაშუა ზღვის პარტნიორი ქვეყნები, ასევე მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნები როგორიც არის ჩინეთი, ბრაზილია, ინდოეთი და სამხრეთ აფრიკა.

 

დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე: http://www.ideal-ist.eu/

 

 

share