GEO ENG
 

 







 

2015-06-05
როგორ მუშაობენ ჭკვიანი რობოტები წყლის ქვეშ - პროექტის ავტორები ვიდეოებს ასაჯაროვებენ

2015 წელი ჯგუფურად მომუშავე ჭკვიანი რობოტების (COCORO) წელია - ამის შესახებ პროექტის ავტორები  საუბრობენ. COCORO (Collective Cognitive Robots) - 2011 წლის 1 აპრილიდან 2014 წლის 30 სექტემბრამდე განხორციელდა, ევროკავშირისგან 2.9 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო. მის ფარგლებში შეიქმნა წყალქვეშ, გუნდურად მომუშავე 3 სახეობის 41 რობოტი, რომელთაც შეუძლიათ ერთმანეთთან კოორდინაციაში ყოფნა, ეკოლოგიური მონიტორინგი, ძიება, გამოკვლევა და იმ რესურსების თავმოყრა რომელიც წყლის ქვეშ არსებობს. როგორც პროექტის ავტორები ამბობენ, COCORO-ს მიზანია წყალქვეშა,  ჭკვიან რობოტებში განავითარონ კოლექტიური მუშაობა და გუნდური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. პროექტის, COCORO,  გუნდი 2015 წელს იმ ვიდეოებს გაასაჯაროვებს, რომელიც 3 წლის განმავლობაში პროექტის მიმდინარეობის პროცესში შეიქმნა.

ინფორმაცია დეტალურად იხილეთ : https://ec.europa.eu/digital-agenda/en/news/cocoro-robot-swarms-use-collective-cognition-perform-tasks

share