GEO ENG
 

 







 

2015-05-07
„ჰორიზონტი 2020”-ის საინფორმაციო დღე გაიმართა

საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროსა და სსიპ. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით დღეს, 7 მაისს გაიმართა მეცნიერებთან შეხვედრა. ღონისძიებაზე რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი, მარინე ჩიტაშვილი მიესალმა დამსწრე საზოგადოებას, ისაუბრა  ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ის კონკურსებში საქართველოს მეცნიერთა ჩართულობის შესაძლებლობებზე. მეცნიერებმა მოისმინეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლის, „ჰორიზონტი 2020“-ის ეროვნული კოორდინატორის, ნათია გაბიტაშვილის პრეზენტაცია: „პირველი ნაბიჯები „ჰორიზონტი 2020“-ში მონაწილეობის მისაღებად“. ასევე, დამსწრე საზოგადოებას, საკუთარი გამოცდილება გაუზიარა კვების უსაფრთხოების, მდგრადი სოფლის მეურნეობის, ზღვისა და საზღვაო კვლევისა, და ბიოეკონომიკისა და ბიოტექნოლოგიების მიმართულებითჰორიზონტი 2020“-ის  ეროვნულმა საკონტაქტო პირმა დოქტ. ვლადიმერ ელისაშვილმა.  

პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა მეცნიერებს შორის დისკუსია. შეხვედრაზე, ფონდის გენერალურმა დირექტორმა, მარინე ჩიტაშვილმა, ერთიანი სამეცნიერო პორტალის შექმნის აუცილებლობაზეც ისაუბრა. ერთიანი მონაცემთა ბაზაში აისახება დეტალური ინფორმაცია საქართველოში არსებული სამეცნიერო-კვლევითი, მატერიალური, ადამიანური, ინტელექტუალური და ინფრასტრუქტურული რესურსების შესახებ, რომელიც მეცნიერებს დაეხმარება ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციისთვის.  ასევე, მარინე ჩიტაშვილმა, მეცნიერებს მჭიდრო თანამშრომლობა შესთავაზა და  აღუთქვა  საინფორმაციო ხასიათის შეხვედრების გაგრძელება.

 

ღონისძიების პრეზენტაციები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:

 

„პირველი ნაბიჯები ჰორიზონტი 2020-ში მონაწილეობის მისაღებად“

„გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება ჰორიზონტი 2020-ის კონკურსებში კვლევითი პროექტების მომზადებასთან დაკავშირებით“

share