GEO ENG
 

 







 

2015-04-16
საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს ნაკრები გუნდების შესარჩევ ტურებში მონაწილე მოსწავლეთა საყურადღებოდ!

 

 

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით, ფონდში შეიქმნა ფიზიკის, მათემატიკის, ბიოლოგიისა და ქიმიის საპრეტენზიო კომისია. ასევე დამტკიცდა სააპელაციო განაცხადის ფორმა. მოსწავლეები, რომლებიც არ დაეთანხმებიან მიღებულ შეფასებას, შეუძლიათ შეავსონ სააპელაციო განაცხადი, რომელსაც სპეციალურად შესარჩევი ტურებისთვის შექმნილი საპრეტენზიო კომისია განიხილავს. აღნიშნული კომისია იმსჯელებს პროცედურული დარღვევების შესახებ მიწოდებულ ინფორმაციაზეც.

 

სააპელაციო ფორმა

 

ბრძანება საპრეტენზიო კომისიის შექმნის შესახებ

 

შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში 2015 წლის საერთაშორისო ოლიმპიადებში საქართველოს ნაკრები გუნდების წევრთა შესარჩევი ტურები 15 აპრილს დაიწყო. დღეს, ფიზიკის ეროვნული ნაკრების წევრობის მსურველმა 14-მა მოსწავლემ მეორე შესარჩევ ტურში მიიღო მონაწილეობა. შეგახსენებთ, საქართველო 2015 წელს საერთაშორისო ოლიმპიადაზე ფიზიკის, მათემატიკის, ინფორმატიკის, ბიოლოგიისა და ქიმიის ნაკრებებს წარადგენს.  ოთხი ნაკრები გუნდი საუკეთესო შედეგების მქონე 19 მოსწავლისგან დაკომპლექტდება.

 

share